LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვია და ესტონეთი რუსეთისგან საბჭოთა ოკუპაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

178

ლატვია და ესტონეთი რუსეთისგან საბჭოთა ოკუპაციის გამო ზუსტი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის გაფრთხილების აუცილებლობის შესახებ. პოლიტიკოსები მიზნის მისაღწევად განიხილავენ შესაძლო ქმედებების გეგმას, მათ შორის- გაეროს დონეზე. ესტონეთის და ლატვიის ხელისუფლება საბჭოთა ოკუპაციას უწოდებს 1940-1990 წლების პერიოდს, როდესაც ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.

2015 წლის დეკემბერში ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნები გააერთიანებდნენ ძალისხმევას, რათა ოკუპაციის გამო ზიანის ანაზღაურებ მოეთხოვათ. თუმცა მაშინ ესტონეთი აცხადებდა, რომ ტალინი კომპენსაციის მოთხოვნას მოსკოვისგან არ აპირებდა მაშინ, როცა ლატვიამ ზიანი 185 მილიარდ ევროდ შეაფასა.

მოსკოვი ასეთ პრეტენზიებს ოფიციალურად უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ასეთი მოთხოვნები უარყოფს ისტორიულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას.

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი “ოკუპაციის” ტერმინს არ ეთანხმება იმ პერიოდთან მიმართებით, როდესაც ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. მან, ასევე, მოუწოდა, რომ არ დავიწყებოდათ სსრკ-ს შეტანილი წვლილი ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები