LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი რუსებს: დასავლური გაზეთების კითხვა საჭირო არ არის

39

“მიხეილ ბულგაკოვი წერდა: „ნუ დაიწყებთ დილიდან საბჭოთა გაზეთების კითხვას“. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც დასავლური გაზეთების კითხვა არ არის საჭირო. ყველაფერს ძალიან გამარტივებულად და უხეში პროპაგანდის სახით გადმოსცემენ. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიმდინარეობს, – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“იქნება ეს აღმოსავლეთ ღუტა თუ ლონდონში მორიგი პერსონაჟის მისივე ქალიშვილთან ერთად მოწამვლის რაღაც სრულიად წარმოუდგენელი ქმედება”, – დასძინა ლავროვმა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილების საპასუხოდ მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

ლავროვის უწყების გადაწყვეტილებითვე დაიხურება პეტერბურგში ბრიტანეთის გენერალური საკონსულო და გაუქმდება ბრიტანული საბჭოც, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები