LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი სოხუმში ჩადის, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ღია პროვოკაციულ ნაბიჯზე საუბრობს

85

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სტუმრობა ღია პროვოკაციული ნაბიჯია, “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი ვიზიტი სოხუმში. ეს არის კიდევ ერთი, ღია პროვოკაციული ნაბიჯი. იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს ამგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს ექსკლუზიური გავლენა აქვს. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იყოს განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ შეაფასებს რუსეთის მაღალჩინოსნის ვიზიტს სოხუმში.

სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 18-19 აპრილს იგეგმება.