LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვის მიერ სოხუმში საელჩოს გახსნა მძიმე ვითარებაზე მიუთითებს – წერეთელი

70

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საელჩოს გახსნა კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მძიმე ვითარებას, ამის შესახებ გიგი წერეთელმა განბაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ხელისუფლების სტრატეგია, არ გააღიზიანოს რუსეთი, სრულიად კონტრპროდუქტიულია.

,,ის, რომ ლავროვმა აფხაზეთში საელჩო გახსნა, მიუთითებს ვითარების სიმძიმეზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გზა არის დიპლომატიური და საერთაშორისო აქტივობები, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ განცხადებებით. საჭიროა, პირადი კონტაქტები, მობილიზება, რადგან მთელი ეს პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს, საბოლოო ფაზაში შედის. შრომა, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობდა,  წყალში იყრება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკა, რუსეთის არგაღიზიანების, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. რუსეთი კვლავ აგრძელებს თავის საქმის კეთებას, რაც არის ჩვენი ქვეყნის საბოლოო ანექსია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები