LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვს ოკუპირებულ აფხაზეთში ყანწით დახვდნენ

81

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, ოკუპირებულ აფხაზეთში ყანწით დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ აფხაზია” ავრცელებს.

მათივე კორესპონდენტის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი, სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც მას ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ღვინით სავსე ყანწი დახვდა. ვერტმფრენი სოხუმის აეროპორტში 17:40 წუთზე დაჯდა.

ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, დღეს ეწვია. ეს 2011 წლის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრაა.

ლავროვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტი, საქართველოს ხელისუფლებამ გაარკიტიკა. რუსეთმა კი განაცხადა, რომ საქართველოს კრიტიკული განცხადებები “უადგილოა”.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები