LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაზნია” – ახალი კომპლექსი უქმეების საუკეთესოდ გასატარებლად

307

12 ოქტომბერს, სოფელ ნავაზაში, თბილისიდან სულ რაღაც 20 წუთის მოშორებით, ნატახტარის მიმართულებით, კომპლექსი „ლაზნია” გაიხსა.

ლაზნია” მომხმარებელს უკრაინულ სპას, სარელაქსაციო პროცედურებსა და რესტორანს სთავაზობს, უკრაინელი სპეციალისტები კი მომხმარებლის დადებით განწყობაზე იზრუნებენ.

რესტორანი უკრაინული ტრადიციული რეცეპტებით დამზადებულ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს, რომელსაც ასევე უკრაინელი შეფ-მზარეული ამზადებს. კერძები, როგორიცაა: კიევური კოტლეტი, თევზისა თუ ხორცის მიქსი, ხორცისა და ალუბლის ვარენიკები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, რომლებმაც უკვე მოასწრეს „ლაზნიას” სტუმრობა.

სპა პროცედურებიდან გამორჩეულია ტრადიციული სლავური მასაჟი, რომელშიც გამოიყენება მუხის დაწნული ცოცხები. ეს პროცედურა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაჯანსაღებასა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას. ასევე, თაფლისა და ყავის სკრაბი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, ეხმარება ტოქსინების სხეულიდან გამოდევნაში და აჩქარებს ცხიმოვანი ქსოვილების წვას.

თიხის ნიღაბი ცნობილია თავისი დიდებული სამკურნალო თვისებებით მე-18 საუკუნიდან. 800-ზე მეტი ორგანული კომპონენტი, მათ შორის სასარგებლო წიაღისეული და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მარტივად და ეფექტურად აღადგენს კანს, რის შემდეგაც ხდება უფრო ნაზი და მბზინავი.

ცნობისთვის, „ლაზნია” პირველი უკრაინული სპაა ქართულ ბაზარზე. სპა პროცედურები, აბსოლუტურად, სუფთა გარემოში ტარდება. კოტეჯები ხისაა, ღუმელი ხის შეშაზე მუშაობს, ერთდროულად 14 ადამიანის მომსახურებაა შესაძლებელი. შესაბამისად, გარემო, რომელსაც „ლაზნია” მომხმარებელს სთავაზობს შესანიშნავია მათთვის, ვისაც დედაქალაქიდან გასვლა, დასვენება და განტვირთვა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები