LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონ ჯეიმსი ტოლს არავის უდებს: 4 წელია მასზე მეტ ფულს ვერავინ შოულობს

147

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ყველაზე შემოსავლიანი კალათურთელების რეიტინგის სათავეშია და ეს უკვე ოთხი წელია გრძელდება. მონაცემებს ჟურნალი Forbes ყოველწლიურად ასაჯაროებს.

ლებრონის შემოსავალმა 2017-18 წლების სეზონში 85.3 მილიონი დოლარი შეადგინა. 33 წლის კალათბურთელის ხელფასი 33.3 მილიონი დოლარია, 52 მილიონი კი მას რეკლამებმა მოუტანა.

2018 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეული ასეთია:

1. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) – 85,3 მლნ (33,3+52)
2. სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი) – 76,7 (34,7+42)
3. კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი) – 58 (25+33)
4. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) – 48,3 (28,3+20)
5. რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) – 47,5 (28,5+19)
6. დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 40,2 (26,2+14)
7. ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი) – 35,5 (29,5+6)
7. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 35,5 (22,5+13)
9. კარმელო ენტონი (ოკლაჰომა) – 33,2 (26,2+7)
10. ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) – 32,8 (23,8+9)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები