LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონ ჯეიმსის მეგობარმა ზაზას უყვირა: ფაჩულიას ეპიზოდმა დაპირისპირება გამოიწვია

44

„გოლდენ სტეიტსა“ და „კლივლენდს“ შორის მეოთხე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში (მესამე პერიოდის მიწურულს) ზაზა ფაჩულია ბურთისთვის აქტიურად იბრძოდა. ამ დროს „კავალიერსის“ ფანმა (ამერიკული მედია მას ლებრონ ჯეიმსის მეგობარს უწოდებს), უკმაყოფილება უხეშად გამოთქვა. ეპიზოდმა კი მწვავე დაპირისპირება მოედანზეც გამოიწვია. ფაჩულიას სათადარიგო სკამზე მჯდომი თანაგუნდელები გამოესარჩლნენ. მოედანზე დაცვის გასვლაც გახდა საჭირო.

„მივხვდი, რომ ის ზაზას უყვიროდა. ის ვერ გაბედავდა ამას რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, მე უბრალოდ ვუთხარი მას, რომ გაჩუმებულიყო და თავის ადგილი დაეკავებინა, რადგან ზედმეტად აგრესიულად ყვიროდა. არავის მივცემთ უფლებას ჩვენზე ასე აგრესიულად ილაპარაკოს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „უორიორსის ფორვარდმა, დევიდ უესტმა.

ეპიზოდის მონაწილე გულშემატკივარი ტოდ ლებოუ აღმოჩნდა, რომელიც ლებრონ ჯეიმსის აგენტის, მეგობრების და ბიზნეს პარტნიორების გვერდით იჯდა. მას დარბაზი დაცვამ დაატოვებინა.

თამაში „კლივლენდმა“ მოიგო 137:116, თუმცა ფინალურ სუპერსერიას „გოლდენ სტეიტი“ 3:1 იგებს და ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აშორებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები