LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ რუსი ოლიგარქების შვილების ქორწილში იმღერა

36

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ლოს-ანჯელესში, რუსი ოლიგაქრების შვილების ქორწილში იმღერა.

ელდარ ოსმანოვის ქალიშვილმა და ალბერტ გასპარის ვაჟიშვილმა ფიცი „დოლბის“ თეატრში დადეს, სადაც ყოველწლიურად „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონია იმართება. უკვე ცნობილია, რომ ქორწილის ხარჯმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა. “დეილი მეილის” ცნობით, მარტო ყვავილები ცერემონიაზე 500 ათასი დოლარის იყო. პატარძალს ზუჰაირ მურადის მიერ შექმნილი კაბა ეცვა.

სტუმრებს შორის რუსული ესტრადის ვარსკვლავებიც იყვნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები