LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგალიზებული პროსტიტუცია საქართველოში – “გირჩი” ბრძოლას იწყებს

651

„გირჩი“ პროსტიტუციის ლეგალიზაციისთვის ბრძოლას იწყებს. პოლიტიკურ ცენტრში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.

“ვაღიაროთ, რომ სიყვარულის გამყიდველი არის ისეთივე მშრომელი და პატიოსანი ადამიანი, როგორც მაგალითად პედაგოგი. ჩვენ, ყველა უკვე წლებია ვართ მომსწრეები და მონაწილეები სექს-მუშაკებზე ძალადობის და მათი ჩაგვრის. ხელისუფლება პერიოდულად აქტიურდება სექს-ინდუსტრიის წინააღმდეგ, აკავებს ადამიანებს, ხურავს დაწესებულებებს, სხვადასხვა გზებით თუ საშუალებებით ძალადობს სექს-მუშაკებზე, მაგრამ არ უნდა იმის აღიარება, რომ ამ ინდუსტრიასთან ბრძოლის ერთადერთი გზა მისი ლეგალიზება,” – აღნიშნავენ პოლიტიკურ ცენტრში.

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაცია საუკეთესო გამოსავალია ტრეფიკინგის პრევენციისთვის.

„მიგვაჩნია რომ ამ საქმიანობის არცერთი კომპონენტი არ უნდა იყოს დასჯადი არც სისხლის და არც ადმინისტრაციული სამართლის წესით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქურდებს, მკვლელებს, მოძალადეებს და არა სექსმუშაკებს,“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე „გირჩის“ წარმომადგენელმა ნათია კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები