LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდა შავსა და თეთრ არაგვზე – საყვარელი დების ტრაგიკული ამბავი

19000

სოციალურ ქსელში ნანა გაგუა ავრცელებს საინტერესო ლეგენდას, რომელიც თეთრსა და შავ არაგვს უკავშირდება.

გთავაზობთ ამ პოსტს.

🌺ფასანაურის დასახლების სიახლოვეს, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ, ორ სხვადასხვა კალაპოტში ორი მდინარე, თეთრი და შავი არაგვი მოედინება. ამის შესახებ ლამაზი, მაგრამ ნაღვლიანი ლეგენდა არსებობს: მაღალ მთებში ორი და ცხოვრობდა, მათ უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. ერთს ქერა, მეორეს კი შავი დალალები ქონდა.. დები ერთ ლამაზ, მამაცობით განთქმულ რაინდზე იყვნენ გამიჯნურებულნი. 👑რაინდი ქერათმიანზე დაქორწინდა და შავთმიანი, ხელი რომ არ შეეშალა საყვარელი დის ბედნიერებისათვის, ღრმა უფსკრულში გადაეშვა….მისი ცრემლებისგან შავი არაგვი წარმოიშვა. ქერა თმიანი და, რომელიც ვერ შეეგუა დის დაღუპვას, ასევე ხრამში გადაეშვა და მისმა ცრემლებმა თეთრ არაგვს დაუდო სათავე. ორივე მდინარე – თეთრიც და შავიც – როგორც უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლო, ფასანაურის დასახლებასთან შეერთდა. ჟინვალის დასახლებასთან კი მათ ფშავის არაგვიც უერთდება – ეს სწორედ ის რაინდია, რომელმაც შეიტყო რა დიდი განსაცდელის შესახებ, იმავე უფსკრულში გადაეშვა, რომელშიც დები და თავადაც მდინარედ იქცა… 🌹🌼🍀.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები