LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ანა ვინტური სათვალის გარეშე პირველად გამოჩნდა (ფოტო)

1415

ცოტა ხნის წინ ამერიკული „ვოგის“ რედაქტორი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა იმის გამო, რომ მან დედოფალ ელისაბედთან შეხვედრისას ეტიკეტი დაარღვია. 68 წლის ვინტურმა სათვალე არ მოიხსნა მაშინ, როცა ლონდონის მოდის კვირეულს საპატიო ვიზიტით ბრიტანეთის დედოფალი ეწვია. 91 წლის მონარქი ჩვენებას პირველივე რიგებიდან ადევნებდა თვალს, სადაც მაგს გვერდს სწრორედ Vogue-ის რედაქტორი უმშვენებდა.

როგორც ჩანს, ანა ვინტურმა, რომლის შესახებაც გადაიღეს ფილმი „ეშმაკს აცვია პრადა“ , პრიორიტეტები შეცვალა. ვატიკანში გამართულ გამოფენაზე ის სათვალეების გარეშე პირველად გამოჩნდა.

ღონისძიება ვატიკანის კულტურის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას რელიგიური დატვირთვაც ჰქონდა. ამიტომ ანა ვინტურმა გადაწყვიტა უფრო მოკრძალებული და განსხვავებული ყოფილიყო. ღონისძიებას დონატელა ვერსაჩეც ესწრებოდა, რომლის კაბაც „ვოგის“ გარეკანის ფოტოებით იყო დაპრინტული.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები