LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში დიდი ტკივილი ეხმარება (ფოტო)

279

ბრედლი კუპერთან წარმატებული კოლაბორაციის შემდეგ, ლეიდი გაგა უკვე დეტალურად საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ახალ როლზე მუშაობა. ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“ გაგამ მთავარი როლი შეასრულა და კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებებიც მიიღო. ამჯერად კი „გრემის“ მფლობელი მომღერალი ჟურნალის Elle გარეკანზე პოზირებს. ჟურნალის ფურცლებიდან კი საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება: „მუსიკისა და როლის შექმნაში დიდი ტკივილი მეხმარება. ის ტკივილი, რომელიც გულში მაქვს“,  – ამბობს მუსიკოსი.

ლეიდი გაგა ჟურნალის გარეკანზე „ჟივენშის“ პლისირებული კაბით პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოზე კი ის წელს ზევით შიშველი პლაჟზეა გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები