LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა და ბრედლი კუპერი პაპარაცებმა კოცნის დროს დააფიქსირეს (ფოტოები)

45

ჯერ კიდევ გუშინ, ქსელში გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური ფოტო ბრედლი კუპერის სადებიუტო ფილმიდან „ვარსკვლავის დაბადება“, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ლეიდი გაგა ასრულებს.

დღეს კი, ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან მორიგი კადრები გავრცელდა, სადაც ლედი გაგა და კუპერი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან.

შეგახსენებთ, რომ ფილმში ბრედლი ალკოჰოლზე დამოკიდებული მსახიობის როლს ასრულებს, რომელიც დამწყებ მომღერალს წარმატების მოპოვებაში ეხმარება. მათ შორის კი დიდი გრძნობა იბადება. მთავარი როლის გარდა, კუპერი ფილმის რეჟისორიც არის.

„ვარსკვლავის დაბადება“ დიდ ეკრანებზე 2017 წლის 27 სექტემბერს გამოვა. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები