LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა საშობაო შოპინგის ვარსკვლავიც გახდა (ფოტო)

63

ლეიდი გაგა ახალ ბოიფრენდთან, კრისტიან კარინოსთან ერთად პირველ შობას აღნიშნავს. შობის წინა ღამეს წყვილი მალიბუში გადაიღეს, სადაც გაგამ შეყვარებულთან ერთად იშოპინგა. როგორც ყოველთვის, მომღერალმა ამჯერადაც ორიგინალური მომენტებით მიიქცია ყურადღება. ის ჯერ საყიდლებისთვის განკუთვნილ გორგოლაჭებიან კალათაში ვიხილეთ, შემდეგ კი, ამავე კალათასთან პოზირებისას. გაგას ამ უცნაურ საქციელს ბოიფრენდიც ღიმილით შეხვდა და ეს ფოტოებიდან კარგად ჩანს.

ჯერ კიდევ ნოემბერში მედია ამტკიცებდა, რომ ლეიდი გაგა და კრიატიან კარინო ქორწილისთვის ემზადებიან. მოგვიანებით პაპარაცებმა ლეიდი გაგა ნიშნობის ბეჭდითაც გადაიღეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა  და აგენტმა 14 მილიონ დოლარად სახლიც შეიძინეს, სადაც ერთად გადასვლას გეგმავენ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები