LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

99

ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დათო ოქიტაშვილი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აბაშიძე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა .

ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინო-როლი შექმნა, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა “ჭრიჭინა,” “მაია წყნეთელი,” “შეხვედრა მთაში,” “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები