LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი 30 მარტს გაიხსნება!..

51

Ardaidardo.Ge

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი 30 მარტს გაიხსნება, მანამდე კი დიდ სცენაზე მსახიობის ბენეფისი გაიმართება.


მოზარდ მაყურებელთა თეატრში ლეილა ძიგრაშვილი 1948-65 წლებში მოღვაწეობდა. მისი მონაწილეობით აღსანიშნავია სპექტაკლები:  „პრინცესა ტურანდოტი“,  „გალილეო გალილეი“, „ოჯახი“ და სხვა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის შემდეგ ლეილა ძიგრაშვილის სამსახიობო კარიერა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრში გაგრძელდა. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი (ელენე),ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (იოსების დედა), გარსია ლორკა, „ბერნარდა ალბას სახლი“ (მოახლე).

თეატრის გარდა აქტიურად მოღვაწეობდა კინემატოგრაფში. გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ვირთხა“, „გამოცხადება“, „ნატვრის ხე“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“( შოშმანა), 
„მოიტაცეს თამარ ქალი“ ( თამრიკოს დედა), ტელესერიალი „სახლი ძველ უბანში“, რომელშიც გურამ საღარაძის მეუღლის, თამილას პერსონაჟი განასახიერა.

ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ ლეილა ძიგრაშვილს გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი, კინოგახმოვანებაზე 1949 წლიდან მუშაობდა. მის მიერ გახმოვანებული კინოგმირებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ელდარ შენგელაიას ფილმი „შერეკილები“, მარგალიტა – არიადნა შენგელაია, „წარსული ზაფხული“ – მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი – „ჩვენი ეზო“ და მრავალი სხვა. ლეილა ძიგრაშვილი ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებს.

მონაწილეობა მიიღო რადიო „იმედის“ პროექტში „ვეფხისტყაოსანი ყველასათვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები