LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეკვების გაჩუქების აქცია თბილისის მერიისგან

48

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს, ბუკიას ბაღში,  მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს.

ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან,  ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს.

გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ვოლონტიორები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და  მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა  და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითაც აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები