LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ქიტესაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს

83

„ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას,“ – ამის შესახებ თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.

ლელა ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური იქნებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარება.

„უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს უფრო ღირსეული იქნებოდა. ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას,“ – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები