LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ქიტესაშვილი თიანეთში მეორე ტურის ჩანიშვნას ითხოვს

83

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, თიანეთში მეორე ტურის ჩანიშვნას ითხოვს. თამაზ მეჭიაურის კონკურენტი ცესკო-ს დღეს მიმართავს.

დამარცხებული კანდიდატი საოლქოს იმ ოქმის ბათილობას ითხოვს, რომლითაც კომისიამ გუშინ მეჭიაური არჩეულ მერად გამოაცხადა.

ქიტესაშვილის განმარტებით, რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმათა ნახევარზე მეტი არცერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, თიანეთის მოსახლეობამ კენჭისყრაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები