LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია ფილარმონიაში სოლოკონცერტისთვის ემზადება – „მაგრად გავფანტავთ ღამის სიჩუმეს…“

449

ლელა წურწუმია სოლოკონცერტისთვის ემზადება. ამის შესახებ მისმა მეუღლემ და ასევე პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში. მამულიჩას თქმით, მზადდება ლელა წურწუმიას ოფიციალური გვერდი „ფეისბუქზე“, მანამდე კი მისი კონცერტების განრიგის შესახებ თავად წერს.

კახა მამულაშვილი აღნიშნავს:

„მეგობრებო, სანამ ლელას ოფიციალური გვერდი გაკეთდება, აქ დაახლოებით გაგაცნობთ ჩვენი კონცერტების განრიგს წლის ბოლომდე, რაც დადასტურებულია, ბათუმში, 31 ივლისი – take 5, 17აგვისტო „სექტორი“, 23 სექტემბერი – მიუნხენი, 8 ოქტომბერი – ათენი, 25 ნოემბერი – ვენა, ახალ წელს თბილისი – „თავადური“, ყველაზე მნიშვნელივანი 20 მაისი, ფილარმონია, ლელას სოლოკონცერტი… სადაც მაგრად გავფანტავთ ღამის სიჩუმეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები