LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

69

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესი წვიმამ დააჩქარა და ამ დროისთვის ცეცხლის კერები აღარ არის.

ხანძრის შედეგად დაახლოებით სამი ჰექტარი ტყის ნაწილი დაიწვა.

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 4 დღის წინ გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე ასევე მთელი რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები