LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენუკა ყიფშიძე თურქული კომპანიის სახე გახდა – „ამ ბრენდს ჩემი სახელი დაარქვეს…“

281

ახალი თურქული ბრენდი, რომლის სახელწოდებაში ლენუკა ყიფშიძის სახელი და გვარია გამოყენებული, სახლის ყველანაირ აქსესუარსა და დეკორაციას, ასევე თეთრეულს აწარმოებს. ქართველ მოდელს მისი თურქი მფლობელი დაუკავშირდა და ახალ ბრენდს მისი სახელი და გვარი დაარქვა, ხოლო ლენუკა ამ კომპანიის სახე გახდა.

ლენუკა ყიფშიძე:

სერიოზული ამბავია და ძალიან მიხარია (იღიმის). დამიკავშირდა ამ კომპანიის თურქი მფლობელი ერდემ იამაკი, აწარმოებენ სახლის თეთრეულსა და ყველანაირ აქსესუარებს, ულამაზეს რაღაცებს, ჩემი სახელი და გვარი დააწერეს ბრენდზე და იქნება „ლენუკა ყიფშიძე“. დეიდაჩემმა, რომელიც მხატვარ–დიზაინერი ეკა გოცირიძე გახლავთ, გამიკეთა ძალიან ლამაზი ლოგო. გავხდი ამ კომპანიის სახე. თბილისშიც ვეძებთ ფართს, რომ მაღაზია გაიხსნას, მანამდე რამდენჯერმე ვიყავი თურქეთში. ქარხნები, სადაც ეს ყველაფერი იკერება, თურქეთშია. ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტში გავაქტიურდებით და შემდეგ თბილისში მაღაზიასაც გავხსნით…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები