LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეო ყველაფრისთვის იცლის: მესი მესამე შვილს ელოდება

128

„ბარსელონას“ ფორვარდი ლეონელ მესი მესამე შვილს ელოდება.
არგენტინელი კრიშტიანო რონალდოს ეწევა.

„ბარსელონას“ თავდამსხმელი და ანტონელა როკუცო მშობლები კიდევ ერთხელ გახდებიან. პატარა მესის სქესის ჯერ-ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს სასიხარულო სიახლე ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. წინა ორი ორსულობის დროს კი მან სიახლე გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ახარა.

შეგახსენებთ, რომ ლეონელსა და ანტონელას ორი ვაჟი – 4 წლის ტიაგო და ერთი წლის მატეო ყავთ და წყვილი 30 ივნისს დაქორწინდა.

რაც შეეხება მესის მთავარ კონკურენტს კრიშტიანოს – სუროგატი დედისგან 3 შვილი უკვე ყავს და მისი მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი კიდევ ერთ ბავშვს ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები