LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო BAFTA-ს ცერემონიაზე წამყვანმა მოხიბლა

59

ცნობილი გახდა, რომ ლეონარდო დიკაპრიომ BAFTA-ს ნომინაციაში გამარჯვება ცნობილ ირლანდიელ ტელეწამყვანთან, ლაურა ვიტმორთან ერთად აღნიშნა. MTV Europe-ის წამყვანი ცერემონიაზე წითელი ხალიჩის ლაივ სთრიმის წამყვანის ამპლუაში იმყოფებოდა და დიკაპრიოს პირველად შეხვდა. როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ, ლეონარდო მაშინვე მოიხიბლა 30 წლის ტელეწამყვანით და მასთან გასაუბრება სცადა. ვიტმორი ჯერ თავს არიდებდა დიკაპრიოსთან საუბარს, მოგვიანებით კი წყვილმა ფლირტაობაც დაიწყო.

BAFTA-ს დაჯილდოვება ღამის 3 საათზე დასრულდა. როგორც წყარო ირწმუნება, დიკაპრიომ გამარჯვების აღსანიშნავად ლაურა ვიტმორი ლონდონის სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, სადაც ისინი დილის 5 საათამდე ერთად იმყოფებოდნენ.

 

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები