LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად სახლში ვახშამს გამართავს

121

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში ვახშამს გამართავს, რათა ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ხარჯები შეგროვდეს, ინფორმაციას გამოცემა Variety საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღონისძიება დიკაპრიოს სახლში 23 აგვისტოს არის დაგეგმილი. ჰილარის მხარდასაჭერად მისვლის მსურველებმა შენატანის სახით 33.4 ათასი დოლარი უნდა ჩარიცხონ. პირველი 2.7 ათასი დოლარი გადაირიცხება საარჩევნო კამპანიის ფონდში, დანარჩენი თანხა კი დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტისთვის და სხვა საჭიროებებისთვის დაიხარჯება.

ცნობილი ადამიანები კლინტონის მხარდასაჭერად პირველად არ იკრიბებიან. საჭირო თანხის შესაგროვებლად კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის სახლში ჰოლივუდის ვარსკვლავები ივნისშიც შეიკრიბნენ. პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ჯორჯ და ამალ კლუნებმა აპრილში სადღესასწაულო მიღებაც გამართეს, ერთი ადგილის ღირებულება კი მაგიდასთან 33. 4 ათასი დოლარი იყო.

2015 წლის დეკემბერში მსგავსი ღონისძიების ორგანიზება საარჩევნო ფონდში თანხის შესაგროვებლად ცნობილმა მომღერალმა სტინგმა აიღო საკუთარ თავზე. აქაც ერთი ბილეთის ფასი 33.4 ათასი დოლარი იყო.