LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო სომეხ ბავშვებს დაეხმარა

60

ლეონარდო დიკაპრიო საკუთარი ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. ის მზად არის, მუდმივად დაეხმაროს გაჭირვებულებს. ქველმოქმედებას ლეო საკუთარი ფონდის Leonardo DiCaprio Foundation დახმარებით ეწევა. სულ ცოტა ხნის წინ „დიდი გეთსბის“ ვარსკვლავის კიდევ ერთი კეთილი საქმის შესახებ გახდა ცნობილი.

დიკაპრიომ 65 ათასი დოლარი გადასცა ფონდს „სომხეთის შვილები“. ფონდი 2000 წელს ნიუ-იორკში დაარსდა და მთავარი მიზანია, დაეხმაროს სომხეთში მცხოვრებ გაჭირვებულ ბავშვებს და მათთვის ნათელი მომავალი უზრუნველყოს.

ფონდს დიკაპრიომდე მხარდაჭერა ტომ ჰენქსმაც გამოუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები