LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ ახალი შეყვარებული პირველად გამოაჩინა (ფოტო)

160

ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს რომანზე ჯერ კიდევ გასულ წელს ალაპარაკდნენ. ამ დრომდე შეყვარებულები ერთად არ გამოჩენილან, პაპარაცებმა მხოლოდ მორონეს სახლიდან გამოსული ლეოს გადაღება შეძლეს. ამჯერად კი 43 წლის მსახიობმა და 20 წლის მოდელმა რომანი თავად დაადასტურეს. შეყვარებულები ლოს-ანჯელესის ქუჩებში ერთად ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი ჰოლივუდის ერთ-ერთ რესტორანში გადაინაცვლეს.

უცნობია, რა სამომავლო გეგმები აქვთ ოსკაროსან მსახიობსა და მის ახალგაზრდა რჩეულს. ცოტა ხნის წინ დიკაპრიო ცნობილ მოდელსა და მსახიობს, ნინა აგდალს დაშორდა, რომელზეც დაქორწინებას მედია უწინასწარმეტყველებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები