LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოს ავარიაში მოყვა

68

ლეონარდო დიკაპრიო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი რომ არის, სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს. ქალების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი, დასაფასებელი ჯენტლმენიც აღმოჩნდა.

რამდენიმნე დღის წინ, მსახიობის მანქანას, რომელშიც ის მეგობარ გოგოსთან, ნინა აგდალთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად უცნობი ქალბატონი დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის არალეგალი ემიგრანტი იყო.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ნინა კარგად იყო, დიკაპრიო მეორე მანქანასთან მივიდა, რათა უცნობი ქალის მდგომარეობა ენახა. თავდაპირველად ის მას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა, შემდეგ ნახა, რომ სხეულზე დაზიანებები არ ჰქონდა და მასთან ერთად ხის ჩრდილში დასასვენებლად ჩამოჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეოს მანქანა დაზიანდა, ორივე ავტომობილის შეკეთების ხარჯები მან საკუთარ თავზე აიღო, ხოლო რადგან ქალბატონი არალეგალი იყო, იმისათვის, რომ სამართალდამცავებთან პრობლემები აერიდებინა, პოლიციის გამოძახებაზეც უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები