LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოს პაპარაცებისგან თავდაცვის თავისებური ხერხები აქვს

95

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ყოველთვის თავისებურად ცდილობს პაპარაცების ობიექტივს თავი აარიდოს. ამის დამადასტურებელი ბევრი ფოტო არსებობს, სადაც ვარსკვლავი დამალვის ამა თუ იმ ხერხს ირჩევს.

ასე მოხდა ამ დღეებშიც: 42 წლის მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა და ცდილობდა ნაკლები ყურადღება მიექცია. შენიღბვის მთავარ იარაღად კი შლემის ტიპის თავსაბურავი შეარჩია,  რომელსაც მან მზისგან დამცავი სათვალე დაუმატა და გზად მდებარე სკამზე ჩამოჯდა.

თავის დროზე დასამალად ლეოს ქოლგა, ქაღალდის ჩანთა, სანაპიროს პირსახოცი, ქურთუკის საყელო და ვენეციური ნიღაბიც კი გამოუყენებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები