LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის პირველი ერთობლივი ფოტო გადასაღები მოედნიდან

124

ორი ლეგენდარული მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის ერთ პროექტში გამოჩენას მაყურებელი წლებია ელის. ამიტომაც ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად დიდია. მით უფრო, რომ რეჟისორის ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს.

გადაღებები ამჯერად ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს, სადაც  60-იანი წლების სამოსში გამოწყობილი ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ერთად პირველად დააფიქსირეს. ამ დრომე ფოტოგრაფებმა მსახიობის გადაღება მხოლოდ ცალცალკე მოახერხეს. ახალ ფოტოებზე კი კადრში ჩანს, როგორ იღებენ ერთობლივ სცენას მანქანაში. 54 წლის პიტი ჯინსებშია გამოწყობილი, ხოლო 43 წლის დიკაპრიო, ტყავის ქურთუკში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები