LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესტერი მილიონებს შოულობს: წინ ახალი პერსპექტივებია

62

„ლესტერი“ ინგლისის ჩემპიონობის შემთხვევაში 93 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.
მთავარ სენსაციას სულ ცოტა აკლია ყველაზე მოულოდნელ ჩემპიონობამდე. პირველ ადგილზე გასვლის შემდეგ ვიჩაი სრივადხანაპრაბხის გუნდი საპრიზო მილიონებს ტელეკომპანიებისგან მიიღებს. ერთი წლის წინ „ლესტერმა“ მე-14 ადგილი დაიკავა და მაშინ „მელიებმა“ 72 მილიონი ფუნტი აიღეს.

პრემიერლიგის ყველა გუნდი მიუხედავად საბოლოო ადგილისა, 54 მილიონს იჯიბავს. შემდეგ ერიცხებათ ბონუსები სატურნირო ცხრილში თითოეული პოზიციისთვის – ჩემპიონი 25 მილიონს იღებს.

გარდა ამისა, დამატებით ფულს კლუბები შოულობენ მათი მონაწილეობით ტრანსლირებული მატჩებიდან: თითო მატჩზე – 880 ათას ფუნტს.

Sky და BT Sport-მა „ლესტერის“ მონაწილეობით 16 მატჩი აჩვენეს, ამიტომ კლუბი 14 მილიონს მიიღებს.
Mirror-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მონაწილეობა, ბონუსების გარეშე, „ლესტერს“ ტელეტრანსლაციებისგან 30 მილიონ ფუნტს მოუტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები