LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი -“გირჩს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი”

79

გირჩს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი,”- ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში დეპუტატმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, გააკეთა.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მას აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა, თუმცა ის საკუთარ წყაროებს არ გაამხელს:

ამის თქმის საშუალებას მაძლევს კონტაქტები ნაციონალურ მოძრაობასთან და მათი შეფასებები. გარკვეული ინფორმაცია ჩვენც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ “გირჩს” აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს. ეს მოსაზრება გაბატონებულია “ნაციონალურ მოძრაობაში” და ამ მოსაზრებას სერიოზული საფუძველი აქვს.

საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ვაშაძე, გირჩი, პაატა ბურჭულაძე და მამუკა კაციტაძე ერთად არის შეუძლებელი კონგლომერატი. იგი თუ ხელოვნურად არ შეაწება ვინმემ, ბუნებრივად ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იპოვიდა. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

“გირჩის” შეერთებით, პაატა ბურჭულაძემ დაკარგა ის მზარდი რეიტინგი რომელიც ჰქონდა და ახლა მისი რეიტინგი სინუსოიდურად ეშვება დაბლა.

 

პოპულალურები