LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბოძაშვილი, სავარაუდოდ, ელჩად ინიშნება

136

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქმიანობას, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლევან ბოძაშვილი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა დიპლომატიურ პოზიციაზე განიხილება, ადასტურებენ თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, კონკრეტულად რა თანამდებობაზეა ის წარდგენილი.

„გიდასტურებთ, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა განიხილება დიპლომატიურ პოზიციაზე“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზეა წარდგენილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბოძაშვილი მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს იტყვის, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები