LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლევან დადუნაშვილის გულმკერდის მიდამო ჩვენი ნამდვილად არ არის” – რას ამბობენ ადვოკატები განაჩენის შემდეგ

109

საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე შეეცდება დაამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა. დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ისიც აპირებს უცხოელ ექსპერტებს მიმართოს.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო ორგანოები აპირებენ ბრალდებულებთან შესვლას, შესაბამისად, ვეცდებით, რომ დავადასტუროთ ლევან დადუნაშვილის ნაწილში უდანაშაულობა. იმედი მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მეც ვიქნები მაშინ, როცა მასთან საგამოძიებო ორგანოები შევლენ. უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა მეც მსურს თუ ამის შესაძლებლობა იქნება. ლევან დადუნაშვილის გულმკერდის მიდამო ჩვენი ნამდვილად არ არის,” – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

მან ასევე ოჯახს მიმართა, რომ ის გამამართლებელ განაჩენს არ ითხოვდა დადუნაშვილის ნაწილში.

“მე ვითხოვდი 117-ე მუხლით მის გასამართლებას, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. მაქსიმალურად ვეცდები, როგორც დავითს სარალიძის ნაწილში მივიღე გამამართლებელი განაჩენი, ამაში დიდი შრომა ჩავდე, ასევე დადუნაშვილის ნაწილში უნდა მივიღო ეს შედეგი,” – აღნიშნა მან.

მეორე ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კი ამბობს, რომ უცხოელი პროკურორები არ იცნობენ ქართულ კანონმდებლობას და უფრო დიდი ბერკეტი აქვთ.

“უცხოელი ექსპერტების მოწვევაზე მსჯელობაიყო გარკვეუყლწილად აღიარება იმისა, რომ მათმა პროკურორებმა საქმე არ გამოძიეს, სხდომების დროს გამოვლენილ ახალ გარემოებებზე მათ ადეკვატური რეაქცია არ ჰქონდათ. ქართველ პროკურორებს ჰქონდად ყველაზე დიდი ბერკეტი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს,” – აღნიშნა კაკაბაძემ.

კაკაბაძის დაცვის ქვეს მყოფს გუშინ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა. განზრახ მკვლელობის ნაცვლად, ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე წელი მიესაჯა.