LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია

56

დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში, ჩვენი მოლოდინით, საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „რთველი 2017“-ის შეფასებისას განაცხადა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, „რთველი 2017“ უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა.„ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ წელს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იყო მინიმალური. ფაქტობრივად, სახელმწიფოს არ მოუწია ჭარბი ყურძნის შეძენა, რადგან ამის საჭიროება არ იყო და ის მთლიანად კერძო სექტორმა შეიძინა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა იყო საკმაოდ მაღალი, 123 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა 150 მილიონ ლარამდე თანხა მიიღო.

ლევან დავითაშვილის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა გაჯანსაღებულია და კერძო სექტორი არის გაძლიერებული, რასაც წინ უძღვოდა რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები.

„ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაიარაღებული საწარმოები, უამრავი ახალი საწარმო, მოდერნიზებული კომპანიები, რომლებიც წარმატებულები არიან საერთაშორისო ბაზრებზე და ის მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც ქართული ღვინის ცნობადობას უკავშირდება – ეს ყველაფერი აისახება გაზრდილ მოთხოვნაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები