LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: გვაქვს შესაძლებლობა საქართველო სხვა ჭრილში ვაჩვენოთ მსოფლიოს

76

დღეს უკვე მსოფლიოში პოპულარული პრესა და ბევრი საინფორმაციო სააგენტო საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8 000 წლის და ღვინო ზუსტად 8 000 წლის წინ დაიბადა საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სასტუმრო ”რედისონში” განუცხადა, სადაც ”ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სახელმწიფო პროექტის” დასრულებაზე საზოგადოებას მსოფლიო მნიშვნელობის შედეგები წარედგინა.

ლევან დავითაშვილმა ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში FNAS გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ აყენებდნენ. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ სტატიით, რაც ინდუსტრიისა და ქვეყნის რეპუტაციისთვის არის მნიშვნელოვანი, ყველაფერი გამყარებულია.

”დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ არ შეგვეძლო ხაზგასმით და გადაჭრით გვესაუბრა იმ სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, რომელიც 2013 წელს დაიწყო ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით და ასოციაცია ”ქართული ღვინის” ინიციატივით იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ასეთი შეთანხმება ამერიკის მეცნიერებათა აკადემიასთან, ვიდრე არ გამოქვეყნდებოდა ოფიციალური სამეცნიერო სტატია, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით მასმედიასთან შედეგებზე. იცით, რომ ეს სტატია 13 ნოემბერს გამოქვეყნდა. დღეს უკვე მსოფლიოში პოპულარული პრესა National Geographic და ბევრი სხვა საინფორმაციო სააგენტო საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8 000 წლის და ღვინო ზუსტად 8 000 წლის წინ დაიბადა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი კულტურის კომუნიკაცია მოვახდინოთ მთელ მსოფლიოში, საქართველო ახლებურად, სხვა ჭრილში, უფრო საინტერესოდ ვაჩვენოთ მსოფლიოს საზოგადოებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში FNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ”საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან”. სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდიციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. 6000-5800 წლებში, ე. ი. 8 000 წლის წინ აყენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები