LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: საქართველოში წარმოებული ხვანჭკარის თითოეული ბოთლი ავთენტურია

39

ხვანჭკარის ავთენტურობასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს კითხვები აღარ გაუჩნდებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ბოთლი ხვანჭკარის ღვინო, რომელიც საქართველოში იწარმოება, ავთენტურია.

მისი თქმით, ეს სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული მიკვლევადობის სისტემის მიხედვით გახდა შესაძლებელი.

”მუდმივად იყო კითხვის ნიშნები, ისეთი იშვიათი ღვინის სახეობის შესახებ, როგორიც ”ხვანჭკარაა”. რამდენად ის ავთენტური, ნამდვილი და ორიგინალია – ანუ, წარმოებულია ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან იმ კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც ამ კონკრეტული დაცული ადგილწარმოშობის გეოგრაფიით არის განსაზღვრული. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მკაცრად კონტროლდება ყურძნის მოძრაობა ამ ზონაში და მკაცრად აღირიცხება თითოეული კილოგრამი. არსებობს ისეთი პრაქტიკაც, რომ ჩვენ გვყავს სპეციალისტები რთველის მიმდინარეობაში ჩართული, რომლებიც თითოეული კილოგრამის რეგისტრაციის დროს კონკრეტულ ჯიშს აფიქსირებენ და ამოიცნობენ. ეს უპრეცედენტო მოვლენაა და ალბათ, არც წინა მრავალწლიან ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც გარანტირებულად შეგვეძლო გვეთქვა, რომ ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება ავთენტურია, იმ ზონიდან და იმ წესებითაა წარმოებული, რომლებიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ხარისხის კონტროლი გაუმჯობესებული და გამკაცრებულია იმ ძირითად და წამყვან დასახელებებზე, რომლებიც კახეთის რეგიონშია.

დავითაშვილის თქმით, აქაც ასევე, ელექტრონული მიკვლევადობის სისტემა ინერგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები