LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გაჩეჩილაძეს ”მაესტროში” არ უშვებენ

59

ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების შემდეგ ტელეკომპანიის პერიმეტრს გაძლიერებულად იცავენ.

ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და კვლავ აცხადებს, რომ შენობაში ლევან გაჩეჩილაძეს არ შეუშვებს. ტელეკომპანიის დაცვის გაძლიერებაც სწორედ მისი გადაწყვეტილებაა.

”საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ვაფასებ უკანონოდ, ვინაიდან მე სამი საჩივარი და ერთი განცხადება მაქვს შეტანილი და ეს ყურად არ იღო რეესტრმა. ძალიან საინტერესოა, რატომ მიიღო ნაჩქარევად საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება. მე ამას შევაფასებდი, როგორც დავას ხელისუფლებასა და ტელევიზიას შორის. შესაბამისად, თუ რომელიმე საჯარო სტრუქტურა უკანონო ქმედებას ახორციელებს, ეს ხელისუფლების ჩართულობაა” – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ბაია გადაბაძე ოფიციალურად ”მაესტროს” შენობის მფლობელის მინდობილი პირია და მისი ინიციატივით, ტელეკომპანიის შენობას, კერძო დაცვის სამსახურის ”მაგისტრის” თანამშრომლები იცავენ.

ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია ”მაესტროში” ამ დრომდე არ გამოჩენილა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები