LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორია – მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან

40

მომავალ კვირას საქართველოს ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. ამასთან, ველოდებით მნიშვნელოვან სტუმრებს ნატო-დან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირას დაგეგმილ ღონისძიებებზე მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

„მომავალ კვირას მნიშვნელოვანი კონფერენციები გვაქვს დაგეგმილი. ველოდებით მნიშვნელოვან სტუმრებს. გვეყოლება ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მათ შორის, მნიშვნელოვანი სტუმრები იქნებიან ნატო-დან. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვიხილით მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მივიღოთ ის პრინციპული მხარდაჭერა, რაც გვაქვს დღემდე და ეს მომავალშიც გვინდა რომ გაგრძელდეს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ამ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ლევან იზორიამ. 

საქართველოს 10 ოქტომბერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.აპატურაი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები