LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმების შედეგად, 389 556 ლარი დაიზოგა

33

თავდაცვის სამინისტრო, ოპტიმიზაციის შედეგად, მხოლოდ მრჩევლების შტატების გაუქმებით, ნახევარ მილიონამდე ლარს დაზოგავს. უწყებიდან გათავისუფლებულ პირებზე კ 5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციას გასცემს

მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უწყება ოპტიმიზაციის ფარგლებში 389 556 ლარს დაზოგავს, ეს თანხა კი მინისტრისა და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიური ანაზღაურება იყო – აღნიშნა დღეს თავდაცვის მინისტრმა 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

იზორიას განმარტებითვე, ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო და მრჩეველთა ინსტიტუტი გაუქმდა.

”რეფორმის მიზანი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ნატო-სთან თავსებადი თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს“ – განაცხადა იზორიამ.

უწყების ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაცია ძირითადად სამოქალაქო პირებს ეხება.
”რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ძირითადად შეეხება სამოქალაქო პირებს. შევქმენით კომისია, რომელიც სამოქალაქო პირების კვალიფიკაციას შეაფასებს და ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს ობიექტური კრიტერიუმებით” – დასძინა დღეს ლევან იზორიამ.

პოპულალურები