LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორიამ აშშ-ში აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილა

73

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან გამართა. ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯაველინების შესყიდვის შემდეგ, თანამშრომლობის და შესყიდვების დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, რაც წელს პირველად თავდაცვის უწყებაში გამოქვეყნებული გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგიის შესაბამისად მოხდება.

ლევან იზორიას განცხადებით, აქცენტი ძირითადად მცირე ზომის ტაქტიკური ქვედანაყოფების შეიარაღებაზე გაკეთდება. თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული მტკიცე და პრინციპული რეფორმების მხარდაჭერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები