LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯიბღაშვილი: „ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა…“

1281

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პირადი ცხოვრება დიდი ხანია, გარჩევის საგანია. მას შემდეგ, რაც პირველი მილიონი იშოვა, ლევანი კიდევ უფრო მეტი გოგონასთვის გახდა სასურველი პარტია. მსახიობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ სალომე წვერაიძესთან. მათი ინტერვიუებიდან შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ და ასეც იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

მცირე ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ლევანი 18 წლის ბათუმელ ნინიკო ნაცარაშვილს გაუმიჯნურდა. მსახიობი ძალიან შეყვარებული ჩანდა ლამაზმანზე, რომელიც ადრეულ ასაკში გათხოვდა ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე და სამ თვეში გაშორდა მას. გოგონას რამდენიმე ცნობილ ადამიანთან რომანს მიაწერდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორებად დარჩა.

ლევან ჯიბღაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ლევანმა ბათუმში თავისი კაფეს ფილიალი გახსნა და სწორედ მაშინ გაიცნო ნინიკო. მსახიობმა მასზე დაოქრწინება გადაწყვიტა. წყვილი ბათუმში დიდ დროს ატარებდა, რომ საყვარელი გოგონას გვერდით ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ურთიერთობა დაასრულა.

ამბობენ, რომ ეს ლევანის მიზეზითა და სურვილით არ მომხდარა. ჭორები დადის, რომ მსახიობმა საყვარელ ქალს სხვა მამაკაცისგან გამოგზავნილი მესიჯები უნახა და მასთან დიდი კონფლიქტის შემდეგ ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა. დაუდასტურებელი ხმებით, ნინიკო ნაცარაშვილის ახალი რჩეული თურქი მამაკაცია და მასზე გათხოვებას აპირებს.

ლევანმა ახლახან „ინსტაგრამზე“ შემდეგი ფრაზა გააზიარა: „ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა…“ როგორც ჩანს, მსახიობი ამ დაშორებას ძალიან განიცდის…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები