LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯორბენაძის მიმართვა კახი კალაძეს: „რამდენჯერ ვცადეთ, ხმა მოგვეწვდინა, რომ ვინგრევით და ჩვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა…“

629

„არიან ადამიანები, რომლებსაც ისტორიულ ძეგლებზე მიშენებები აქვთ გაკეთებული“, განაცხადა თბილისის მერმა „რეაქციაში“ სტუმრობისას. მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში ამ მიშენებების მოხსნაზე ასეთი სახლების მცხოვრებლები არ არიან თანახმა, შესაბამისად, მერია რეაბილიტაციის დაწყებას ვერ ახერხებს..

კახი კალაძის ამ განცხადებას უპასუხა ჟურნალისტმა ლევან ჯორბენაძემ, რომელიც თაბუკაშვილის #46-ში ცხოვრობს. სამსართულიან შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს და მისი მაცხოვრებლები მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობენ, სახლში ყოველდღიურად ცვივა შენობის ფრაგმენტები. თაბუკაშვილზე მცხოვრებლებმა არაერთგზის მიმართეს მერიას, თუმცა, როგორც ლევან ჯორბენაძე ვრცელ სტატუსში აღნიშნავს, ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.

ლევანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს – „არიან ადამიანები“ – მე ვარ და ჩემი 80-მდე მეზობელი ოჯახი! უპასუხისმგებლო მოქალაქეები, რომლებსაც სახლი თავზე გვენგრევა და მაინც არ ვაძლევთ მერიას საშუალებას, რომ ჩვენი კორპუსი გაამაგროს :)))

@kakhakaladzeofficial ერთი თხოვნა მაქვს, შარშანდელი ჩვენი განცხადებების ძებნით ნუ შეიწუხებთ თავს, მხოლოდ წლევანდელი მომართვები ამოაქექინეთ თქვენს თანამშრომლებს და მთაწმინდის გამგეობას, ეგეც საკმარისი იქნება!!! რამდენჯერ მოგმართეთ “კადეცკის” მაცხოვრებლებმა თხოვნით შეხვედრის შესახებ!!! ოფიციალური განცხადებების გარდა, რამდერჯერ ვცადეთ, საერთო მეგობრების მეშვეობით, ხმა მოგვეწვდინა, რომ ვინგრევით, ჩვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის და იქნებ, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდანო!!!

ყველა ქართულ არხს აქვს გაკეთებული სიუჟეტი ჩვენს შესახებ! ყველა საინფორმაციო სააგენტოს აქვს გავრცელებული ამბავი, რომ 80 ოჯახი სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობს!!! (მადლობა ყველას ამისთვის)

ახლა გვიანია და ხვალ ჩვენი ყველა განცხადების ასლს გამოგიგზავნით კიდევ ერთხელ პირად ფოსტაზე, მერიის და მთაწმინდის გამგეობის პასუხებსაც უკანდაბრუნებულს 😉

ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ, ერთი კარგი გამგებელი გვყავდა, საყვარელი, გამგეობაში მისულ ჩემს მეზობელს უთხრა – „თუ ინგრევით, თავზე „კასკა” დაიხურეთო” ;))

kakha kaladze კახა კალაძე – “კადეცკელებმა” ერთი საინტერესო დოკუმენტი მივიღეთ, ბედის ირონიაა და ზუსტად დღეს :)))))) თბილისის განვითარების ფონდიდან :)))) მაგაზეც ხვალ, დღეს გვიანია!

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანები, რომლებმაც წლები ითმინეს პასუხისმგებლობით, დღეს ბატონმა მერმა, უპასუხისმგებლო მოქალაქეების მაგალითად მოიყვანა, ჩვენ არ გვესმის თურმე, რომ კულტურულ მემკვიდრეობას შენარჩუნება უნდა! 🙂

„სტიდნო ტოვარიშჩი! სტიდნო!“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კერძოდ, მისი 30-ე მუხლის მეხუთე პუნქტში წერია:

„თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო“.

როგორც fortuna.ge-სთან საუბრისას, ამავე სახლის მცხოვრებმა, ნუკა ორჯონიკიძემ განაცხადა, სახლის მაცხოვრებლებმა თბილისის განვითარების ფონდიდან 29 მარტს მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, თუკი მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა ექნებათ, ამ შემთხვევაში, დაიწყებენ თანხების მოძიებას, რათა 2020 წელს სახლის რეაბილიტაცია გახდეს შესაძლებელი. როგორც ნუკამ აღნიშნა, ამრიგად ტყუილია ის, რომ თაბუკაშვილის #46-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციისთვის თანხები უკვე არსებობს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები