LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კალანდაძე ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გახდა

225
ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ, საკუთარ მოადგილედ ეკონომისტი, ლევან კალანდაძე, წარადგინა.
ლევან კალანდაძე 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურში უფროსის მოადგილედ.

2005-2008 წლებში მუშაობდა კონსალტინგურ კომპანიაში UGBC COMPANY ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნეს-რისკების მართვის კონსულტანტად.

2008-2009 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში MERCY CORPS ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის მკვლევარად.

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები