LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი მოდულის შენობაში დაიბარეს

49

„ნაციონლაური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, მოდულის შენობაში დაკითხვაზე დაიბარეს. საგამოძიებო უწყება კორუფციის ფაქტებს იძიებს. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ამ წუთებში მოდულის შენობაში საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი იკითხება. როგორც თავად ამბობს, გამოკითხვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. ხაბეიშვილი ამბობდა, რომ თბილისის 25 მაჟორიტარს ბიუროებში საკუთარი ოჯახის წევრები ჰყავდა დასაქმებული.

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ის გამოძიებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას ბაგა-ბარების სააგენტოებში არსებულ ნეპოტიზმის შესაძლო გამოვლინებების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები