LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილს შვილი შეეძინათ

78

მსახიობ ლევან ხურციასა და ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს შვილი რამდენიმე საათის წინ შეეძინათ. პატარა ბიჭუნა დღეს დაიბადა. ლევან ხურცია იმდენად ბედნიერია, რომ როდესაც მისალოცად დავურეკეთ, აღელვებული გვესაუბრა და მხოლოდ რამდენიმე ფრაზის თქმა შეძლო…

ლევან, გავიგეთ, რომ შვილი შეგეძინათ…

დიახ, მართალია. ბიჭი შეგვეძინა. რამდენიმე საათის წინ დაიბადა…

რა დაარქვით?

მართალი გითხრათ, ჯერ სახელი არ მოგვიფიქრებია. გვაქვს რამდენიმე ვერსია.

როგორი ემოციები გაქვთ?

ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია – ძალიან ბედნიერი ვარ!..

გილოცავთ…

დიდი მადლობა მოლოცვისა და ყურადღებისთვის…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები