LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მურუსიძე არ აკონკრეტებს, ვინ გაუგზავნა მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი შეტყობინებები

25

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მურუსიძე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა და მისგან მოისმინა ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.

„თავად მოსამართლეებს არ ჰქონდათ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კონტაქტი. დღეს გახდა გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილი. სრულად არ ვიცი, რა ხდება და როგორ. შევიტყვე, რომ ორ მოსამართლეს – ბესო ალავიძეს და პაატა ქათამაძეს მიუვიდათ წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით და შემდეგ მიუვიდათ სატელეფონო შეტყობინებები. მათ აღნიშნული წერილები გადასცეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს წერილები პროკურატურას გადაუგზავნა“, – განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ვინაობას, იუსტიციის საბჭოს მდივანს აღნიშნული პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მურუსიძემ ასევე განმარტა, რომ კარგი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული ფაქტის გახმაურებამდე სცოდნოდა ინფორმაცია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ.

რაც შეეხება თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან შეხვედრას, როგორც მურუსიძემ განმარტა, თუ ამის საჭიროება იქნება, საბჭო ამ მოსამართლეებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები