LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

47

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
მისი თქმით, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.
მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.

ამასთან, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს, ა ქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, მიზეზი აქციის მონაწილეების მოთხოვნა გახდა, რომ დღევანდელ კენჭისყრას დასწრებოდნენ.

მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, კაკაბაძე და გუნავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. კაკაბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე ლევან მურუსიძის მიმართულებით შეიგინა. ხოლო გუნავა კაკაბაძის დაკავების გაპროტესტებას და პოლიციისთვის სავარაუდოდ წინააღმდეგობის გამო დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები