LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

74

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ და პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდათ. როგორც “ფორტუნას” საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივემ  150 ათასი ლარი 5 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. როსტოშვილი და კურტანიძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია და მტკიცებულებები წარადგინეს, ამასთან,დააყენეს შუამდგომლობები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, საქმე 260-ე მუხლით აღიძრა.